Monday, May 16, 2011

    SOS ბავშვთა სოფელ ქუთაისში ბავშვები ინტერესებისა და უნარების მიხედვით გაერთიანებული არიან სხვადასხვა წრეებსა და კლუბებში. განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს აღსაზრდელებში გამომგონებელთა კლუბი, რომელიც სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ქ.ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლაში. კლუბის ხელმძღვანელია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მიხეილ კოტიშაძე. არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში კლუბის წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკური ოლიმპიადებში.
გ.ბარბაქაძე; გ.გარდაფხაძე, ლ.კურტანიძე
და მიხეილ კოტიშაძე
 რესპუბლიკურ ოლიმპიადამდე გ.ბარბაქაძემ, გ.გარდაფხაძემ და ლ.კურტანიძემ მონაწილეობა მიიღეს ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა საქალაქო კონკურსში ბატონი მ.კოტიშაძის  ხელმძღვანელობით სადაც დაიკავეს შესაბამისად 2 პირველი და 1 მეორე ადგილი.
    მე-19 საჯარო სკოლის გამომგონებელთა კლუბის წევრებმა .გარდაფხაძემ და .ბარბაქაძემ მონაწილეობა მიიღეს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-5 საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც გაიმართა 13-15 მაისს .თბილისში.  ოლიმპიადის სახელწოდება იყო „ლეონარო და ვინჩი“. .გარდაფხაძემ დაიკავა I ადგილი, ხლო .ბარბაქაძემ II. ისინი დაჯილდოვდნენ დიპლომებით. 


   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი დიმიტრი შაშკინი სიტყვით მიმართავს საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს.